უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დღეს ორი აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკის ოლქშიც.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა სამი რაკეტა სტაროკონსტანტინოვოს მიმართულებით გაუშვეს.
მთელ უკრაინაში, დღეს, 14 დეკემბერს, საჰაერო განგაშის ხმა უკვე მესამედ გამოცხადდა რუსეთში აერობალისტიკური რაკეტა კინჟალის პოტენციური მატარებლის გამოჩენის გამო.
რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მიგ-31კ-ის ტიპის გამანადგურებელი სავასლეიკის აეროდრომიდან აფრინდა.