უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინის დამცველებმა მტრის მიერ გაშვებული 42 „შაჰედის“ ტიპის დრონიდან 41 გაანადგურეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დრონების უმეტესობა უკრაინელმა სამხედროებმა ოდესის ოლაში ჩამოაგდეს.
როგორც იუწყებიან, ოკუპანტებმა „შაჰედებით“ შეტევა 13 დეკემბერს ადგილობრივი დროით 19 საათიდან დაიწყეს. მტერი ოდესის რეგიონს სამი მიმართულებიდან უეტევდა - ბალაკლავის, ჩაუდის (ყირიმი) და პრიმორსკი-ახტარსკის მიმართულებებიდან.
უკრაინული მედიის ცობით, რუსების თავდსახმის შედეგად ოდესის რეგიონში 11 ადამიანი დაშავდა.