აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ ისრაელი გლობალურ მხარდაჭერას დაკარგავს, ღაზის სექტორის დაბომბვის გამო.
თუმცა, ბაიდენს არ მიუნიშნებია, რომ ისრაელი აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას დაკარგავს, მიუხედავად აშშ-ს ადმინისტრაციის მზარდი შეშფოთებისა პალესტინელების დიდი მსხვერპლისა და ღაზაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.
„ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება, დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მხოლოდ შეერთებული შტატები. ჰყავს ევროკავშირი, ჰყავს ევროპა, ჰყავს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, მაგრამ ისინი იწყებენ ამ მხარდაჭერის დაკარგვას ღაზის დაბომბვებით“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელთან ღაზის მომავლის გეგმებთან დაკავშირებით ვერ თანხმდება.
მისი თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა ეწინააღმდეგება ორი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის გადაწყვეტას.