სირიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის არმიამ სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში საჰაერო დარტყმები განახორციელა.
მედიის ცნობით, გასულ რამეს ავიაიერიშების შედეგად, ლიბანის შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ორი სირიელი მებრძოლიმოკლეს.
ისრაელმა განაახლა თავდასხმები ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე სირიაში ღაზის სექტორში კონფლიქტის დაწყების შემდეგ.ცეცხლი განახლდა ლიბანის საზღვარზეც ისრაელისა და „ჰეზბოლას“ ძალებშ შორის.
ისრაელის არმიას ბოლო თავდასხმების შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.