“ჰამასმა” ისრაელს გასათავისუფლებელი მძევლების ახალი სია გადასცა, ამასთან კატარმა დაადასტურა, რომ ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება.
ისრაელის პრემიერ-მინსიტრის ოფისი აცხადებს, რომ ღაზაში ზავი დღესაც გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მიიღეს 10 გასათავისუფლებელი მძევლის სია.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის ერთი დღით გახანგრძლივებას და აცხადებს, რომ ეს იქნება იგივე პირობებით.
მანამდე ისრაელის არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ ვინაიდან მძევლების შემდეგი ჯგუფის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, დროებითი ზავიც გახანგრძლივდება.