„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასს“ მოუწოდებენ მხარი დაუჭიროს ღაზაში ზავის გაახანგრძლივებას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი.
სამშაბათს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მიღებული ერთობლივი განცხადებაში G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ აღიარებენ ისრაელის თავდაცვის უფლებას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამჟამინდელი პაუზის შემდგომ გახანგრძლივებას და მომავალ პაუზებს, რომლებიც აუცილებელია დახმარების მიწოდების გაზრდისა და ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ აფასებენ კატარისა და ეგვიპტის ძალისხმევას ამჟამინდელი და მომავალი პაუზების უზრუნველსაყოფად.