უკრაინული მედიის ცნობით, 29 ნოემბრის ღამეს რუსები უკრაინას შაჰედის ტიპის 21 დრონით და Х-59 ტიპის სამი მართვადი რაკეტით თავს დასხნენ. უკრაინის დამცველებმა ყველა დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდეს.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები ტ პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან (რუსეთის ფედერაცია) გაუშვეს, ხოლო რაკეტები ოკუპირებული ხერსონის რეგიონის საჰაერო სივრციდან.
უკრაინელებმა "შაჰედები" ჩამოაგდეს ოდესის, დნიპროპეტროვსკის, კიევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს და ხმელნიცკის რეგიონებში. ორი რაკეტა კი მიკოლაივის რაიონში.
„მესამემ {რაკეტა} ვერ მიაღწია სასურველ მიზანს!“ - აღნიშნულია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.