სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის ვერმონტის შტატში პალესტინელი წარმოშობის სამი სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
პოლიციის ცნობით, დაჭრილებს შორის ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მედიის ცნობით, სტუდენტები საუბრობდნენ არაბულად, რა დროსაც თავდამსხმელმა მათ ცეცხლი გაუხსნა.
დაშავებულების ოჯახებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და მოუწოდეს ხელისუფლებას, გამოიძიონ შემთხვევა, როგორც სიძულვილის დანაშაული.