ისრაელელი სამხედროების ცნობით, „ჰამასმა“ წითელ ჯვარს 17 მძევალი გადასცა -მათ შორის 13 ისრაელელი, ერთი რუსეთის და სამი ტაილანდის მოქალაქე.
რუსეთის საგარეო სქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გათავისუფლებულია ერთი რუსეთის მოქალაქე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსული პასპორტის მქონე მძევალი „ჰამასთან" პირდაპირი შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს.