ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით 23 ნოემბერს ოთხი თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს თქმით, თავდასხმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით აშშ-ისა და საერთაშორისო ძალების ოე ობიექტზე მოხდა.
ასევე ერაყში, რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი ბაღდადის დასავლეთით აინ ალ-ასადის ავიაბაზიდან ერაყის ჩრდილოეთით, აეროპორტის მახლობლად, მდებარე აშშ-ის ძალების წინააღმდეგ გაუშვეს.
თავდასხმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც შეერთებულმა შტატებმა დარტყმები მიიტანა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. დაჯგუფების განცხადებით ამ იერიშის შედეგად, დაიღუპა მისი რვა წევრი.
ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, 23 ნოემბრის მდგომარეობით, ერაყში საერთაშორისო და ამერიკულ ძალებზე 36, სირიაში კი 37 თავდასხმა განხორციელდა