ისრაელმა გამოაქვეყნა 300 პალესტინელის სია, რომლებიც შესაძლოა გათავისუფლდნენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების საფუძველზე.
სიაში, რომელიც გამოქვეყნებულია ისრაელის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე, მოცემულია იმ პირთა სახელები, ასაკი და დანაშაულები, რომლებიც შესაძლოა გათავისუფლდნენ.
თავდაპირველად ისრაელი 150 პალესტინელ პატიმრის გათავისუფლებას გეგმავდა.
კატარმა, რომელიც მხარეებს შორის შუამავალი იყო, განაცხადა, რომ 50 მძევლის სანაცვლოდ "ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალები და ბავშვები" გაათავისუფლდებოდნენ.
თუმცა, ისრაელის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 300 პატიმრიდან 274 კაცია. მათი უმრავლესობა 17-18 წლისაა, საერთო ასაკი კი 14-დან 59 წლამდე მერყეობს.
ჩამოთვლილია ის დანაშაულებიც, რისთვისაც ისინი დააკავეს. ეს დანაშაულებია მკვლელობის მცდელობა, ბომბის სროლა, ფეთქებადი ან ცეცხლგამჩენი ნივთიერებების დამზადება, ქვების სროლა, მტრულ ორგანიზაციასთან კავშირი, სხეულის მძიმე დაზიანების მიყენება.
მანამდე, უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა BBC-ს განუცხადა, რომ დაახლოებით 7000 პალესტინელი იმყოფება ისრაელის ციხეებში, მათ შორის 200 ქალი და დაახლოებით 60 ბავშვი.
როგორც BBC აღნიშნავს, ამ სიის გასაჯაროების მიზეზი არის კანონიერი ფორმალობა, რომელიც არსებობს ისრაელში, ვიდრე რომელიმე პატიმარს გაათავისუფლებენ, ისრაელის მოქალაქეებს აქვთ 24 საათი, რათა გაასაჩივრონ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში.
სავარაუდოდ, ისრაელელი მძევლების გათავისუფლება და ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადება ხუთშაბათს არის მოლოდნელი.