გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ განიხილავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების შესაძლებლობას.
ამის შესახებ შოლცმა ქალაქ ნუტეტალში ამორჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. იუწყება DPA
შოლცს შეკითხვა დაუსვეს არსებობს თუ არა პუტინთან მოლაპარაკების შესაძლებლობა, რაზეც გერმანიის კანცლერმა უპასუხა: „მე დაველაპარაკები მას“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება მოხდეს ეს.
ამასთან, შოლცმა თქვა, რომ მსგავს მოლაპარაკებასარ უნდა მივუდგეთ პრინციპით: „მე წავალ ვინმესთან ყავას დავლევ და საბოლოოდ შევთანხმდებით“.
გერმანიის კანცლერის თქმით, პუტინს ჯერ არ უთქვამს, რომ „როგორმე რაიმეში ჩაერთვება“.
შოლცმა და პუტინმა უკანასკნელად ტელეფონით 2022 წლის 2 დეკემბერს ისაუბრეს. მაშინ გერმანიის ლიდერმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს მოძებნოს დიპლომატიური გზები უკრაინაში ომის დასასრულებლად.
კანცლერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს მოითხოვს შესამჩნევ ნაბიჯებს პუტინის მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, რუსული ჯარების სრულ გაყვანას უკრაინიდან და მისი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.