კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის გადასაწყვეტია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.
მისივე თქმით, რუსეთი თავად გადაწყვეტს როდის და რა პირობებით დაასრულოს ომი და პუტინის გეგმებზე გავლენას ვერავინ მოახდენს.
მან კომენტარი გააკეთა მოსაზრებაზე შესაძლოა თუ არა რუსეთმა შეცვალოს სამხედრო კურსი 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის ხელახლა არჩევის შემთხვევაში.
„რა სისულელეა. პუტინს არ აინტერესებს დათმობები არა იმიტომ, რომ ტრამპი მოვა, ან ვასია პუპკინი, ან რომან ბაბაიანი გახდება აშშ-ს პრეზიდენტი... ამას საერთოდ არ აქვს რაიმე კავშირი! პუტინი არ წავა არანაირ დათმობაზე“, - თქვა სიმონიანმა.
მან განმარტა, რომ პუტინი მზად იქნება ცეცხლის შეწყვეტისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი უზრუნველყოფს საზღვრების უსაფრთხოებას და თავად რუსეთი გადაწყვეტს სად დასრულდება ეს საზღვრები.
„წერტილი! და ვინ იქნება ამ მომენტში თეთრ სახლში, თუნდაც ეს ცალფეხა ტაილანდელი გეი ტრანსგენდერი იყოს, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს“, - აღნიშნა პროპაგანდისტმა.