სავაჭრო გემი, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, შავ ზღვაში, უკრაინის სანაპიროსთან მსუბუქად დაზიანდა. სავარაუდოდ, ის მცურავ ნაღმს გამოედო. ინფორმაციას Reuters უკრაინის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა Georgia S, რომელიც ხორბლით იყო დატვირთული, იუჟნის პორტიდან გამოსვლის შემდეგ ზღვაში მცირე დაზიანება მიიღო.
უკრაინის მთავრობის წაყროს ცნობით, სავარაუდოდ, მას მცურავი ნაღმი დაეჯახა.
საზღვაო ანალიტიკური კომპანია MarineTraffic-ის ცნობით, გემი რუმინეთის პორტ კონსტანცასკენ მიემართებოდა.