აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახალმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ისრაელის დასახმარებლად კანონპროექტი შესაძლოა მიმდინარე კვირაში მიიღონ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წინადადებები ერთობლივი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს ისრაელისა და უკრაინის დახმარებას, არ განიხილება.
"ამ კვირაში ჩვენ წარმომადგენლობით პალატაში ცალკე კანონპროექტს წარვადგენთ ისრაელის დასახმარებლად. მიგვაჩნიაა, რომ ეს არის მწვავე და გადაუდებელი საჭიროება", - თქვა ჯონსონმა Fox News-ის ეთერში. იუწყება Bloomberg.
მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელს შეეხება, მიიღებს ორპარტიულ მხარდაჭერას, როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში, ასევე აშშ-ის სენატში.
”ჩვენ აღარ უნდა დავკარგოთ დრო და ვფიქრობ, ამ კვირაში წარვუდგენთ მას წარმომადგენელთა პალატას. მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა რამ ხდება, რასაც ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება და მივაქცევთ ყურადღებას. მაგრამ ახლა ის, რაც ისრაელში ხდება, სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს და ჩვენ უნდა გამოვყოთ ეს თემა და მივიღოთ გადაწყვეტილება“, - თქვა ჯონსონმა.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს დაამტკიცოს 106 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი, უმეტესი ნაწილი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, დანარჩენი კი ისრაელისთვის, ტაივანისა და აშშ-ს სხვა მოკავშირეებისთვის.