ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ცენტრში ათასობით ადამიანმა პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად მსვლელობა გამართა. აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდნენ.
მათ გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები და ისრაელს „გენოციდსა“ და „აპარტეიდში“ ადანაშაულებდნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ასევე „სიონისტების“ გაძევებას ესპანეთის უნივერსიტეტებიდან.