რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც კრემლში აცხადებენ, საუბრის დროს პუტინმა დაგმო ქმედებები, რომელსაც უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანები ეწირებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა გულწრფელი თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპული ისრაელელების ოჯახებს და მეგობრებს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტკიცედ გმობს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც ეწირება მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები“, - ამბობენ კრემლში.
პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მზადაა იმუშაოს ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების დასასრულებლად პოლიტიკური და დიპლომატიური გზით.
კრემლის პრესსამსახურს პუტინსა და ნეთანიაჰუს შორის მოლაპარაკებების შესახებ სხვა დეტალები არ გაუვრცელებია.
მანამდე პუტინმა მოლაპარაკებები გამართა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების - სირიის, ირანისა და ეგვიპტის ლიდერებთან, რუსეთის პრეზიდენტი ასევე ესაუბრა პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს.