აშშ-ის ხელისუფლება ღაზაში თავის მოქალაქეებს მოუწოდებს გადავიდნენ ეგვიპტის საზღვართან საკონტროლო-გამშვებ პუნქტ რაფაჰისკენ.
ეს ისრაელის მიერ ერთადერთი არაკონტრლირებადი სასაზვრო გასასვლელია ღაზას სექტორიდან, რომელიც ისრაელის ავიადარტყმების შემდეგ პალესტინის მხარემ დაკეტა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა თავის მოქალაქეებსა და პალესტინელებს, რომლებსაც ამერიკის მოქალაქეობა აქვთ, დაელოდონ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას.
Wall Street Journal-ის მონაცემებით, ღაზას სექტორში ამერიკის 500-დან 600-მდე მოქალაქე ცხოვრობს.