სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას სომხური მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე რომის სტატუტის რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა, 3 ოქტომბერს, მოახდინა. კანონპროექტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, დაპატიმრების ორდერი გასცა. ამიერიდან, პუტინის დაკავების ვალდებულება სომხეთსაც ექნება.