აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრებმა შიდა კენჭისყრის დროს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე ოჰაიოს შტატის კონგრესმენის, ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა წარადგინეს, თუმცა, პოსტზე დასამტკიცებლად მან ჯერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
თანამდებობის დასაკავებლად მას 217 კონგრესმენის მხარდაჭერა სჭირდება. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია, 221 მანდატით, უმრავლესობას ფლობს, მაგრამ ჯორდანის წინააღმდეგ ამ ეტაპზე, 50-მა მათგანმა დააფიქსირა პოზიცია. ჯორდანის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ თანაპარტიელთა გადაბირებას შეძლებენ.
ჯიმ ჯორდანი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას სპიკერი მას შემდეგ აღარ ჰყავს, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკ-კარტი თანამდებობიდან გადააყენა. ამჟამად სპიკერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მაკჰენრია