ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ძალიან აფასებს რუსეთის პოზიციას - ღაზის ბლოკადის დაგმობას და მის „დაუღალავ ძალისხმევას“ ისარელის დარტყმების შესაჩერებლად. იუწყება Washington Post
პუტინმა ერთი დღით ადრე თქვა, რომ რუსეთი მზად არის კოორდინაცია გაუწიოს ყველა კონსტრუქციულად მოაზროვნე მხარეს, რათა „მოლაპარაკების გზით მოაგვაროს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი“.
Washington Post აღნიშნავს, რომ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ კრემლმა გამოხატა შეშფოთება, მაგრამ უშუალოდ არ დაგმო ჰამასის მებრძოლები. მან „ჰამასის“ თავდასხმა, წარმოაჩინა, როგორც დასავლური დიპლომატიის წარუმატებლობა. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, პუტინის შეთავაზება გაჟღერდა იმ დროს, როდესაც ის თავად აწარმოებს ომს უკრაინაში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება,
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „ისრაელი, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო თავდასხმის წინაშე დგას, რაც ისტორიაში არასდროს მომხდარა, არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ სისასტიკით... ისრაელი პასუხობს მასშტაბურად და ასევე საკმაოდ სასტიკი მეთოდებით“. პუტინმა მოუწოდა "დაფიქრდნენ მშვიდობიანი მოსახლეობაზე".