ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში ლოკალური რეიდები განახორციელეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული რეიდების დროს ისრაელელმა სამხედროებმა იპოვეს გატაცებული ისრაელელების ცხედრები, ასევე ნივთები, რომლებიც შესაძლოა მათ დაეხმაროს „ჰამასის’ მიერ აყვანილი მძევლების დაბრუნებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რეიდების დროს გამოიყენეს ჯავშანტექნიკა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლმა თქვა, რომ რეიდების დროს გაანადგურეს ტერორისტული ინფრასტრუქტურა და ტერორისტების ჯგუფები, რომლებთანაც შეტაკებები მოხდა, მათ შორის იყვნენ „ჰამასის მებრძოლები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებით.