„ჰამასი“ აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში, მებრძოლების მიერ გატაცებული 13 მძევალი ღაზაში, ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო ფრთის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
როგორც „ჰამასი“ ამტკიცებს, დაღუპულ მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე თავდასხმისას 150 ადამიანი მძევლად აიყვანეს, მათ შორის არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებს ისინი ღაზის სექტორის გვირაბებში ჰყავთ გამომწყვდეული.