უნგრეთი არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„შემაძრწუნებელია, რომ მთელ ევროპაში იმართება ტერორისტების მხარდამჭერი აქციები“, – განაცხადა ორბანმა. მისი თქმით, უნგრეთის მოქალაქეებმა თავი უნდა იგრძნონ უსაფრთხოდ, მიუხედავად მათი რწმენისა და წარმომავლობისა.
მისივე თქმით, ისრაელს აქვს თავის დაცვის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებში, რაც დესტაბილიზაციას გამოიწვევს მთელ რეგიონში.
„აქციის ჩატარების მცდელობები იყო უნგრეთშიც, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს, რადგან ეს უნგრეთის მოქალაქეებისთვის ტერორისტული საფრთხე იქნება“, – თქვა ორბანმა.