გაეროში ისრაელის ელჩი გილად ერდანი აცახდებს, რომ ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის გაფრთხილებაზე, გაერო-ს პასუხი სამარცხვინოა.
მისი თქმით, ისრაელი აფრთხილებს ღაზას მცხოვრებლებს და ცდილობს, ნაკლები ზიანი მიადგეს მათ, ვინც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის სამიზნეს არ წარმოადგენს.
„გაეროს პასუხი ისრაელის ადრეულ გაფრთხილებაზე ღაზის მოსახლეობაზე სამარცხვინოა! წლების განმავლობაში გაერო თვალს ხუჭავდა ჰამასის მიერ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე იარაღისა და მკვლელობის დასამალად. ახლა, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭიროს ისრაელს, რომლის მოქალაქეებიც „ჰამასის“ ტერორისტებმა დახოცეს და ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობაზე და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე, ისრაელს ქადაგებას უკითხავს“, – აღნიშნა ერდანმა.
მანამდე, გაერომგაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების შეტყობინების თანახმად, 24 საათის განმავლობაში ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა განხორციელდეს. „გაერო მტკიცედ მოუწოდებს გაუქმდეს ნებისმიერი მსგავსი ბრძანება, თუ ის დადასტურდება, ისედაც ტრაგიკული ვითარების კატასტროფულად განვითარების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიეკრნა სტეფან დუჟარიკმა.