გაერომ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთში მცხოვრებ მოსახლეობას უბრძანა 24 საათში დატოვონ საცხოვრებელი ადგილები და რეგიონის სამხრეთით გადაინაცვლონ. ამის შესახებ ორგანიზაციის გეენრალური მდივნის პრესსპიეკრი სტეფან დიუჟარიკი იუწყება.
გაერო მტკიცედ მოუწოდებს გაუქმდეს ნებისმიერი მსგავსი ბრძანება, თუ ის დადასტურდება, ისედაც ტრაგიკული ვითარების კატასტროფულად განვითარების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა მან.
გაეროს ცნობით, ბრძანება, რომელიც შუაღამეს გაიცა, ეხება დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანს, მთელი ღაზას სექტოროს ნახევარ მოსახლეობას. სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ღაზა.
დიუჟარიკის განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა აცნობეს ღაზაში მომუშავე გაეროს თანამშრომლებს, რომ ბრძანება ასევე ვრცელდება ორგანიაზაციაში ყველა თანამშრომელზე, ასევე მათზე, ვინც ამ ორგანიზაციის შენობებში იმყოფება, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებზე.
გაეროს მიაჩნია, რომ ასეთი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ განხორციელდება.
ისრაელი ბოლო დღეების განმავლობაში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება და ღაზას საზღვართან სამხედროების, მძიმე არტილერიისა და ტანკების დისლოცირებას ახორციელებს.
გაეროს უსაფრთხოების საბჭო საგანგები სხდომას გამართავს.