თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს.
„არ არსებობს გეგმა ისრაელში ამერიკელი ჯარების ადგილზე განთავსების თაობაზე. ისრაელელებს არ აქვთ ამის სურვილი. მათ მკაფიოდ აჩვენეს, რომ არ სურთ უცხოური ჯარები თავიანთ მიწაზე დასურთ ამ ოპერაციების დამოუკიდებლად წარმართვა, ეს მათი სრული უფლებაა“, – აღნიშნაკირბიმ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უპირველესი პრიორიტეტია ამერიკელების უსაფრთხოება ყველგან.