ბრიტანეთი ორ სამხედრო ხომალდს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით, აგზავნის, მისი სადაზვერვო თვითმფრინავები კი ისრაელის თავზე ფრენებს დაიწყებენ. იუწყება გამოცემა Times.
როგორც გამოცემა წერს, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს დაარწმუნოს ისრაელი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მხარდაჭერაში.
მისივე ცნობით, რეგიონში დამხმარე გემები „არგუსი“ და „ლაიმ ბეი“ გაიგზავნება. ბრიტანეთის სადაზვერვო ფრენები უახლოეს 24 საათში დაიწყება.
Times-ის ცნობით, მათი ამოცანა იქნება რეგიონში სტაბილურობის საფრთხეების მონიტორინგი, როგორიცაა, მაგალითად, იარაღის გადაცემა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის.