ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიმს კლევერლის ისრაელში ვიზიტის დროს თავშესაფარში გადასვლა მას შემდეგ მოუწია, რაც საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალი ჩაირთო. იუწყება Reuters.
საჰაერო თავდასხმის სიგნალი „ჰამასის“ მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის საფრთხის შესახებ აფრთხილებდა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში დღეს ჩავიდა.
„საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა გამოხატოს დიდი ბრიტანეთის ურყევი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.