„ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ჰაიამ განაცხადა, რომ მძევლებთან დაკავშირებით ისრაელთან მოლაპარაკებებს საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე არ დაიწყებენ.
„ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ყველა მხარეს, რომლებმაც მოგვმართეს წინააღმდეგობის მიერ აყვანილ მტრის მძევლებთან დაკაშირებით, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე მოლაპარაკებები არ დაიწყება და წარიმართება მხოლოდ იმ ფასად, რასაც წინააღმდეგობის წევრები დათანხმდებიან“, - განაცხადა ჰაიამ.
ისრაელის მხარის ცნობით, „ჰამასის“ ტყვეობაში სავარაუდოდ, 100-დან 150-მდე ადამიანი იმყოფება.