ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, დაღუპულია, სულ მცირე, 300 და დაშავებულია 1 800-მდე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 26 სამხედროა. ისრაელის ცნობით, თავდამსხმელებმა ათობით ადამიანი გაიტაცეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს.
ღაზას სექტორზე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად კი დაღუპულთა რაოდენობა 313-მდე გაიზარდა.
დაღუპულთა შორის, 20 მცირეწლოვანია, დაშავებულია 2 000-მდე ადამიანი.