ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა.
ამასთან, ისრაელის მედიის ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 1 100 ადამიანი.
მედიის ცნობითვე, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზრდება.
ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო თავდასხმა დღეს, გამთენიისას დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.