გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დამცირე წინსვლას მიაღწიეს, ამის შესახებ განაცხადეს ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა.
„უკრაინის ძალებმა განაგრძეს სახმელეთო შეტევები კლიშჩიივკას (ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ) და ანდრიივკას (ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ) სარკინიგზო ხაზზე. უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს ამ დასახლებებთან ახლოს. გეოლოკაციის კადრები გვიჩვენებს, რომ უკრაინულმა ძალებმა მცირე პროგრესს მიაღწიეს ნოვოპროკოპოვკას აღმოსავლეთით (რობოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ) დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში. უკრაინის გენერალური შტაბი ასევე იტყობინება, რომ უკრაინულმა ჯარებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს დასავლეთით - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, რუსული ძალები თავის მხრივ განაგრძობდნენ შეზღუდულ კონტრშეტევებს ბახმუტის მახლობლად, მაგრამ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
"უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები წარუმატებლად ცდილობდნენ დაებრუნებინათ დაკარგული პოზიციები გრიგოროვკას (ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით 6 კმ) და ანდრიივკის მახლობლად. რუსული წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ 3 და 4 ოქტომბერს ანდრიივკასთან რუსეთის ჯარებმა განახორციელეს კონტრშეტევა", - აღნიშნავენ ექსპერტები.