უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. სხვა საკითხებს შორის პრეზიდენტებმა ქვეყმების ტერიტორიულ მთლიანობაზეც ისაუბრეს.
ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
„ტელეფონით ვესაუბრე აზერბაიჯანის პრზეიდენტს ილჰამ ალიევს და მადლობა გადავუხადე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი უკრაინას უწევს, კერძოდ, ენერგეტიკის სქტორში მოახლოებულ ზამთართან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, საუბრის დროს პრეზიდენტებმა დაადასტურის სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და მთლიანობის პრინციპების ერთგულება, ასევე განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, აქტუალური გამოწვევები და თანამშრომლობის ფორმატები.