უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის არასრული გაწევრიანების შესახებ დისკუსიები არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ევროკავშირში მიღწეულია კონსენსუსი უკრაინის გაწევრიანებაზე და ეს მხოლოდ დროის საკითხია.
ამის შესახებ დმიტრო კულებამ კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კულებამ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის განცხადებაზე, რომ უკრაინისთვის მიუღებელია ევროკავშირის მეორეხარისხოვანი წევრობა.
მისი თქმით, ბრიუსელში ასეთი წინადადება არ გაჟღერებულა. მისივე თქმით, დისკუსია მიმდინარეობს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
როგორც უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, მინისტრების მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით „კონსენსუსი იგრძნობოდა და ეს მხოლოდ დროის საკითხია“.
„უკრაინა პირველხარისხოვანი სახელმწიფოა და მისი წევრობა ევროკავშირშიც იქნება პირველხარისხოვანი“, – განაცხადა კულებამ., - დასძინა კულებამ.