23 სექტემბრის ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქზე "Onyx"-ის ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანა. სარაკეტო საფრთხის გამო, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის სამხრეთ რეგიონებში.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
"ორი რაკეტა მოხვდა ოდესის რეკრეაციულ ზონას, ეს არის ღია ტერიტორია. კრიტიკული დაზიანებები არ ყოფილა," - განაცხადა სამხრეთ სარდლობის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა.