ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის გია თორთლაძის განცხადებით, ნინო ბურჯანაძეს, ზურაბ ნოღაიდელს და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს საერთო ღირებულებები აქვს.
ასეთ შეფასებას აკეთებს თორთლაძე ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მოსკოვში მორიგ ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც ისინი "დიდების მემორიალის" ანალოგის გახსნას დაესწრებიან.
"ის, რომ ნინო ბურჯანაძეს და ზურაბ ნოღაიდელს და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს საერთო ღირებულებები აქვთ და ერთი და იგივე დღესასწაულებს ზეიმობენ, თუნდაც ამ მემორიალის გახსნით დასტურდება, რომელზე დასასწრებადაც ეს ორი ადამიანი მოსკოვში გაემგზავრა", - აცხადებს თორთლაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვში, "პოკლონნაია გორაზე" ქუთაისში დემონტირებული "დიდების მემორიალის" ანალოგი იხსნება. მას ქართული პოლიტიკური წრიდან ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი დაესწრებიან.