აშშ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში 325 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
ბლინკენის განმარტებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უსაფრთხოების სფეროსთვის – 128 მილიონი დოლარი, ხოლო იარაღისა და აღჭურვილობისთვის 197 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.
"{პაკეტში შედის დამატებითი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები} რათა დაეხმაროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან ახლა და მომავალ ზამთარში, როდესაც რუსეთი სავარაუდოდ განაახლებს თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, პაკეტი ასევე შეიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და კასეტურ საბრძოლო მასალებს, რაც „კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის უნარს განაგრძოს კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ“.