სომხეთის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციზე შეტაკებისას 34 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სომხური მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაზიანება მიიღო 16-მა პოლიციელმა და 18-მა სამოქალაქო პირმა. მათ შორის 17-ს უკვე გაეწია სამედიცინი დახმარება და კლინიკიდან გაეწერა. 16 დაშავებული მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.
19 სექტემბერს, მათავრობის სახლთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ. მათ შენობაში შეჭრაც სცადეს, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.