ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ეხმიანება ბუქარესტის განცხადებას რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრონის ნასმხვრევების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, რუსულ „შაჰედებს“ ეკუთვნოდეს. ამის შესახებ იწუყებაThe Guardian
„ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და კავშირი გვაქვს ჩვენს რუმინელ მოკავშირეებთან“, - განაცხადეს ნატო-ში.
როგორც ცნობილია, 4 სექტემბერს უკრაინამ განაცხადა, რომ ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილზე რუსეთის მიერ „შაჰედის“ დრონებით თავდასხმისას ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩავარდა. რუმინული მხარე თავდაპირველად ინციდენტს უარყოფდა, თუმცა 6 სქტემბერს რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე, დუნაის სანაპირზე ნაპოვნია ფრაგმენტები, რომლებიც სავარაუდოდ, რუსულ უპილოტო საფრენ აპარატს ეკუთვნის. დრონის ნამსხვრევები შესასწავლად ექსპერტიზას გადაეცა.
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ნამსხვრევები ნამდვილად რუსულ „შაჰედებს“ ეკუთვნის, რუმინეთი ვითარებას შეაფასებს, როგორც აბსოლუტურად მიუღებელს.