11-20 სექტემბერს სომხეთში აშშ-სა და სომხეთის ერთობლივი წვრთნები „Artsiv partners 2023“ გაიმართება. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, წვრთნების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში, საერთაშორისო მისიებში მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება, მართვისა და ტაქტიკური მიმართულებით გამოცდილების გაცვლა და ასევე, სომხური დანაყოფის მზაობის ამაღლება.