უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსტემ უმეროვს 338 ხმით მხარი დაუჭირა.
რადამ რუსტემ უმეროვი 5სექტემბერს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. რადამ იმავე დღეს მხარი დაუჭირა ოლექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან.
რეზნიკოვის შეცვლის გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 სექტემბერს განაცხადა.