ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.
ბლინკენის შესაძლო ვიზიტის შესახებ უკრაინული მედია არაოფიციალურად წერდა, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებდნენ.
ბლინკენის კიევში ჩასვლამდე რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე საჰაერო ტავდასხმები განახორციელა. საჰაერო თავდასხმის საფრთხე ბლინკენის კიევში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა.