გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა.
ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელდა.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 10 ათასზე მეტ ჭურვს Gepard-ის თვითმავალი საზენიტო დანადგარებისათვის.
უკრაინამ ასევე მიიღო Beaver-ის ჯავშანტექნიკა, ასევე ოთხი ავტომობილი საზღვრის დაცვისთვის, Zetros-ის 32 სატვირთო მანქანა და სხვა ტექნიკა.
ახალ პაკეტში ასეევ შევიდა რვა მილიონზე მეტი ვაზნა და 27 ათასამდე 40 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალა.