უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, მტრის ცეცხლის ქვეშ მოყვა საცხოვრებელი სახლი ბელოზერკაში. დაიღუპა 35 წლის კაცი, მისი 36 წლის ცოლI და 9 წლის ქალიშვილი დაშავდნენ, ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე დაიჭრა 37 წლის ადგილობრივი მცხოვრები.
მისივე თქმით, ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონის კორაბელის მიკრორაიონი. დაშავდა 77 წლის მოქAლაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.