რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ძლიერი ხანძარია.
უკრაინული მედიის ცნობით, ცეცხლი კრასნოგვარდეისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზას უკიდია.
თვითმხილველების თქმით, ხანძრის გაჩენამდე აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი ერთ-ერთი ავზის აალება გახდა.