რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ "ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი და ნობელის პრემიის ლაურეატი, დმიტრი მურატოვი, "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დმიტრი მურატოვი მონაწილეობდა „უცხოური აგენტების მიერ მასალების შექმნასა და გავრცელებაში“, ასევე მან „გამოიყენა უცხოური პლატფორმები იმ მოსაზრებების გასავრცელებლად, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“.
მურატოვის გარდა, იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტების“ ერთიან რეესტრში დაამატა ტელეკომპანია "დოჟდის" ჟურნალისტი დენის კატაევი, კომიკოსი რუსლან ბელი, მწერალი ოლეგ რაძინსკი, პოლიტიკოსი მაიბეკ ვაჩაგაევი, ეკონომისტი კონსტანტინ სონინი, ნავალნის შტაბის ყოფილი უფროსი ევგენი კარპოვი, "ეხო მოსკვის" ჟურნალისტი ოქსანა ბარშევა და სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყოფილი მოადგილე მაქსიმ რეზნიკი.