ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW), ინფორმაციით, რუსეთმა სამხრეთ უკრაინაში დამატებითი ძალების გასაგზავნად "სარეზერვო არმია" განალაგა.
"რუსმა სამხედროებმა სამხრეთ უკრაინაში დამატებითი ძალების გასაგზავნად "სარეზერვო არმია" განალაგეს", - ნატქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ახლად შექმნილი "სარეზერვო არმიის" იმიტომ განალაგეს, რომ ლუჰანკის ოლქში მყოფ მოწინავე ქვედანაყოფებს საშუალება მისცენ გადაჯგუფდნენ უკრაინის სამხრეთით უკრაინელების კონტრშეტევისგან თავდაცვითი მოქმედებებისთვის.
ISW-ის ექსპერტები ფიქრობენ, რომ სარეზერვო არმია ნაკლებად სავარაუდოა, რომ საბრძოლო მზადყოფნაში იყოს, მისი ნაჩქარევი განლაგების გათვალისწინებით.