ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს პირველად გადასცემს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინელებს რუსული ტანკების განადგურებაში დაეხმარება, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა, რომელიც უკრაინას მომდევნო კვირაში გადაეცემა. ასეთი ჭურვები განკუთვნილი იქნება ამერიკული Abrams-ის ტიპის ტანკებისთვის, რომელიც Reuters-ის წყაროს თქმით, უკრაინაში უახლოეს კვირებში უნდა ჩავიდეს.
გამოცემის წყაროს ცნობით, დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 240-375 მილიონი დოლარი იქნება. თუ რა შეიარაღება შევა პაკეტში, ჯერ უცნობია.
მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალა 2023 წლის დასაწყისში გადასცა.