შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა მწვავედ გააკრიტიკა ნობელის ფონდი ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიწვევის გამო. ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება. „რა თქმა უნდა, ნობელის ფონდის გადასაწყვეტია ვინ მიიწვიოს. მაგრამ სხვებივით, მეც გაკვირვებული დავრჩი რუსეთის მიწვევის გამო“, - განაცხადა კრისტერსონმა. მისივე თქმით, ეს ძალინ გაანაწყენებს ადამიანებს უკრაინასა და შვედეთში.
„ამას არ გავაკეთებდი, მე რომ ვყოფილიყავი სტუმრების დაპატიჟებაზე პასუხისმგებელი. ჩემთვის გასაგებია, რომ ეს ძალიან დიდ ტკივილს მიაყენებს ადამიანებს უკრაინასა და შვედეთში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შვედეთის პარტიების ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ ცერემონიას, თუ მას რუსეთის ელჩი დაესწრება.
მანამდე ნობელის ფონდის გადწყვეტილება სასტიკად დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„ალბათ, იმ დღეს, როდესაც რუსეთის ელჩი იჯდება ლამაზი კოსტიუმით სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში, რუსეთის არმია ჩაიდენს მორიგ სამხედრო დანაშაულებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსული რაკეტები კი გაანადგურებენ მორიგ საცხოვრებელ უბნებს უკრაინის ქალაქებში“, - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.